ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი: "ომი უკრაინაში შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს"


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ამის შესახებ მან გერმანულ ყოველკვირეულ გამოცემასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნისთვის საუკეთესო და უთანამედროვესი იარაღის მიწოდება იმის შანსსაც იძლევა, რომ უკრაინამ დონბასის რეგიონი რუსების კონტროლისგან გაათავისუფლოს.

"ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა წლები გაგრძელდეს. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება როგორც სამხედრო დახმარების ხარჯები, ისე - ფასები ენერგიასა და საკვებზე", - ამბობს ნატოს გენმდივანი.

ივნისის ბოლოს მადრიდში ნატოს სამიტი გაიმართება. ქვეყნები სავარაუდოდ უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმებიან, რომლის ფარგლებშიც უკრაინა მოძველებული, საბჭოთა ტიპის იარაღისგან სრულად უნდა გათავისუფლდეს და ნატოს სტანდარტების იარაღისა და აღჭურვილობის გამოყენებაზე უნდა გადავიდეს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.

უკრაინის აღმოსავლეთში კი მწვავე შეტაკებები გრძელდება. რამდენიმე ქალაქი რუსეთის მხრიდან კვლავ აქტიური დაბომბვის სამიზნეა.

XS
SM
MD
LG