უკრაინის პრეზიდენტი ელოდება, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების წინ, მიმდინარე კვირაში რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში თავდასხმებს გააძლიერებს. მიმდინარე კვირაში, ევროპულმა ბლოკმა უნდა გადაწყვიტოს, გაიზიარებს თუ არა ევროკომისიის რეკომენდაციას და მიანიჭებს თუ არა უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
„ცხადია, მიმდინარე კვირაში ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ რუსეთის მტრულ მოქმედებებს გააქტიურებს, ჩვენ ვემზადებით, ჩვენ მზად ვართ“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ განაცხადი, რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გააკეთა. რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, განაცხადი ასევე გააკეთა მოლდოვამ და საქართველომ.
ევროკავშირის ლიდერები, სამივე ქვეყნის განაცხადს, 23-24 ივნისს განიხილავენ. მანამდე, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, ბლოკმა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას. რაც შეეეხება საქართველოს, კომისიამ არ გასცა კანდიდატის სტატუსის მინიჭების რევლოუცია და აცხადებს, რომ თბილისმა ჯერ კონკრეტული პირობები უნდა დააკმაყოფილოს, ამისთვის ბოლო ვადა დეკემბრამდე განისაზღვრა.ევროკომისიამ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა.
გამთენიისას, უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსული ძალები, სევეროდონეცკის მახლობლად მდებარე ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და არტილერიას იყენებს. შტაბის ცნობით, ლიმანის გარშემო რამდენმე მიმართულებით, მათ შორის ქალაქ შევჩენკოსა და ვუგლედარზე საჰაერო დარტყმები სუ-25-ით განხორციელდა.
ამასთან, რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად, ბრიანსკში S-300V4 საზენიტო-სარაკეტო დივიზია განათავსა.
უკრაინა აცხადებს, რომ სევეროდონეცკისთვის, რომლის დიდ ნაწილსაც რუსეთი აკონტროლებს, ბრძოლა გრძელდება.
17 ივნისს პუტინმა თქვა, რომ მას „არაფერი აქვს“ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ, თუმცა კრემლის სპიკერმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს ამ წინადადებას, ნაწილობრივ, ევროკავშირის წევრებს შორის თავდაცვის სფეროში ბოლო თანამშრომლობის გამო.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი შეიძლება „წლების განმავლობაში“ გაგრძელდეს და რომ ალიანსმა მხარი უნდა დაუჭიროს კიევს სამხედრო და სხვა თვალსზარისით, - „თუნდაც ხარჯები მაღალი იყოს“.