ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ამერიკის მოქალაქეს სამედიცინო მარიხუანის ქონისთვის 14 წლით პატიმრობა მიესაჯა


მოსკოვში ამერიკის საელჩოს ყოფილ თანამშრომელს რუსეთში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის მიზეზი ოფიციალური ინფორმაციით ისაა, რომ მარკ ფოგელი ქვეყანაში სამედიცინო მარიხუანის შეტანას ცდილობდა. ფოგეი ამბობს, რომ პრეპარატი მას ხერხემალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დაუნიშნეს. მოსკოვის მახლობლად ქალაქ ხიმკის სასამართლომ გადაწყვეტილება 16 ივნისს მიიღო.

ამერიკის მოქალაქე, რომელიც მოსკოვის ანგლო-ამერიკულ სკოლაში მასწავლებლად მუშაობს, გასული წლის აგვისტოში ცოლთან ერთად ნიუ-იორკიდან მოსკოვში ჩაფრენისას დააკავეს. სასამართლოს განცხადების თანახმად, ფოგელი დანაშაულს აღიარებს. ამერიკის მოქალაქე ამბობს, რომ მას თან ჰქონდა სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც მიუთითებდა, რომ ეს პრეპარატი მას სწორედ სამედიცინო დანიშნულებით ჰქონდა გამოწერილი.

გავრცელებული ცნობებით, ფოგელი მაშინვე ამბობდა, რომ არ იცოდა, რომ რუსეთში სამედიცინო მარიხუანა აკრძალულია. მისი ადვოკატების თქმით, რუსეთის მთავრობამ მას 17 გრამი სამედიცინო მარიხუანა აღმოუჩინა. ამერიკულ მხარეს ფოგელის საქმეზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მასწავლებელი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ამერიკელს შორის, რომლებიც ბოლო წლებში ამერიკის მთავრობისა და მათი ახლობლების მტკიცებით, შეთითხნილი ბრალდებებით დააკავეს.

XS
SM
MD
LG