ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გასულ ღამეს საფრანგეთში ვითარება შედარებით განიმუხტა


ხუთი მძიმე ღამის შემდეგ საფრანგეთში ვითარება შედარებით განიმუხტა. ამის შესახებ ქვეყნის სამართალდამცავი უწყებები იუწყებიან. პოლიციის ცნობით, გასული ღამე წინა ღამეებთან შედარებით მსუბუქი იყო, თუმცა ძალოვანმა უწყებებმა 160 ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო გამოსვლები და აერეულობა საფრანგეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც 17 წლის აფრიკელი, ნაჰელი ემი პოლიციელმა მოკლა. პოლიციელი მალევე დააკავეს, თუმცა მომხდარმა საფრანგეთში საპროტესტო მუხტი წარმოშვა. ათასობით ადამიანი საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში სისტემურ რაზიმს აპროტესტებდა. აქციის მონაწილეებმა დაარბიეს და გაძარცვეს მაღაზიები, დაწვეს ავტომობილები, დააზიანეს სამთავრობო შენობები.

პროტესტის ტალღა მთელ საფრანგეთს მოედო, რის გამოც მთავრობამ ქუჩაში 45 000-მდე პოლიციელი გამოიყვანა, რათა ვითარება გაეკონტროლებინა. საერთო ჯამში, პოლიციამ 2 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. შეტაკებების დროს დაშავდა სამი პოლიციელი და დაზიანდა 300-ზე მეტი ავტომობილი.

ნაჰელი დედისერთა იყო და ის პარიზის გარეუბანში, ნანტერში გაიზარდა. რამდენიმე დღიანი არეულობის შემდეგ, 2 ივლისს ნაჰელის ბებიამ აქციის მონაწილეებს მიმართა და სთხოვა გაჩერებულიყვნენ და შეეწყვიტათ პროტესტი.

ნაჰელი, 27 ივნისს ღამით პოლიციელმა მოკლა. თავდაპირველად ფრანგული მედია წერდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, ყვითელი ავტომობილით პოლიციელებს შეეჯახა და პოლიციამ მას ცეცხლი ამის შემდეგ გაუხსნა.

მოგვიანებით კი გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციელებს ჰყავთ გაჩერებული და ერთ-ერთ პოლიციელს ხელში იარაღი უჭირავს. ვიდეოზე ჩანს, რომ ნაჰალი ვითარებიდან თავის დაღწევას ცდილობს, რა დროსაც პოლიციელი ისვრის. არსებული ინფორმაციით ნაჰარი არ იყო შეიარაღებული და ის პოლიციისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG