ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორბანი ამბობს, რომ უნგრეთი უკრაინისთვის დამატებითი თანხის გამოყოფის წინააღმდეგია


უნგრეთი უარს ამბობს ევროკომისიის გეგმებზე უკრაინისთვის მეტი თანხის გამოყოფის შესახებ და არ სურს დამატებითი თანხის შეტანა ევროკავშირის გაზრდილი ვალის მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად, განუცხადა პარასკევს სახელმწიფო რადიოს, უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.

ორბანმა ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე საუბრის დროს, "სასაცილო" უწოდა ევროკავშირის მოთხოვნას, რომ ქვეყანამ მეტი თანხა უნდა ჩადოს ბლოკის განვითარებაში მაშინ, როდესაც ბუდაპეშტს, პოლონეთთან ერთად, არ მიუღია თანხა ევროკავშირისგან.

ევროკავშირი უკრაინას დამატებით 50 მილიარდ ევროს გადასცემს 2024-27 წლების დახმარების ფარგლებში. განცხადება ამის შესახებ ბლოკის პრეზიდენტმა 20 ივნისს გააკეთა. ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევროკავშირის 2021-27 წლების ბიუჯეტის განხილვა მოხდა.

"ერთი რამ ნათელია- ჩვენ, უნგრელები არ მივცემთ უკრაინას მეტ ფულს იქამდე, ვიდრე არ გვეტყვიან სად წავიდა მანამდე გადაცემული 70 მილიარდი ევრო",- განაცხადა ორბანმა.

„და ჩვენ სრულიად სასაცილოდ და აბსურდულად მივიჩნევთ, რომ მეტი თანხა უნდა შევიტანოთ სესხის მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად, საიდანაც ჯერ კიდევ არ მიგვიღია ის თანხები, რისი მიღების უფლებაც გვაქვს“,- უთხრა ორბანმა ჟურნალისტებს.

უნგრეთი და პოლონეთი ევროკავშირის ის წევრები არიან, რომლებიც ჩამორჩებიან აღდგენის სახსრების მიღებას. ევროკომისიამ დაბლოკა ამ თანხის ქვეყნებისთვის გადაცემა იმ ბრალდებების გამო, რომ ორი ქვეყნის ნაციონალისტური მთავრობები აზიანებენ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას.

XS
SM
MD
LG