ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

100 მილიონზე მეტი ამერიკელი გააფრთხილეს, კანადიდან წამოსული კვამლის გამო


კვამლში ჩაძირული ამერიკის ქალაქი პიტსბურგი პენსილვანიის შტატში. 28 ივნისი, 2023 წ.
კვამლში ჩაძირული ამერიკის ქალაქი პიტსბურგი პენსილვანიის შტატში. 28 ივნისი, 2023 წ.

შეერთებული შტატების ცის მოზრდილი ნაწილი ისევ კვამლითაა დაფარული. კანადის ველურ ბუნებაში ხანძრების ჩაქრობა კვლავ ვერ ხერხდება, რის გამოც კვამლი პერიოდულად ამერიკის ტერიტორიაზე გადადის. ამჯერადაც, ხშირი და ბლანტი ნისლისმაგვარი ჰაერი კონტინენტის შუაგულამდე აღწევს.

29-30 ივნისს, 100 მილიონზე მეტი ამერიკელისთვის გამოცხადდა გაფრთხილება ჰაერის ხარისხის გაუარესების თაობაზე, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის და ზოგ შემთხვევაში, სარისკოც კია. კვამლმა ჯერ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატები მოიცვა, ნიუ-იორკის და ვირჯინიის ჩათვლით, შემდეგ კი კონტინენტის შუაგულამდე, ილინოისამდე, მიჩიგანამდე, ოჰაიომდე ჩააღწია.

ამერიკელებს 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დღის წინა უქმეებზე მოუწოდებენ გარეთ ხანგრძლივად არ დარჩნენ და ვისაც რესპირატორული პრობლემები აქვს, ნიღბები ატარონ. კვამლში ისევ ჩაიძირა ქვეყნის უდიდესი ქალაქები, მათ შორისაა ნიუ-იორკი, ფილადელფია, ჩიკაგო და ვაშინგტონი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG