ახალი კვლევის თანახმად, შარშან ზაფხულში, ევროპაში, 61 000-მდე ადამიანი დაიღუპა ძლიერი სიცხით. ევროპული ჯანდაცვის ინსტიტუტების მკვლევარების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 2022 წლის მაისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე ევროპის 35 ქვეყანაში სიცხესთან დაკავშირებული მიზეზებით 61,600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ევროპისთვის ყველაზე ცხელ ზაფხულში.
ორშაბათს ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში - საბერძნეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში, სიცხით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, მოსახლეობის რაოდენობაზე გათვლით.
„ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე გავლენას ახდენს გაუდაბნოება და სიცხის ტალღები ძლიერდება ზაფხულში, ამ მშრალი პირობების გამო“, - აცხადებს კვლევის თანაავტორი, ბარსელონას გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის პროფესორი, ჯოან ბალესტერი
გასულ ზაფხულს, ევროპის ქვეყნები უმკლავდებოდნენ ინტენსიურ ტყის ხანძრებს და გვალვას. პორტუგალიამ ივლისში, პიკური ტემპერატურა 47 გრადუსი დააფიქსირა.
ექსტრემალურმა სიცხემ სითბური ინსულტი, ან გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების გამწვავება შეიძლება გამოიწვიოს. სიცხის წინაშე, ხანდაზმული ადამიანები ყველაზე დაუცველები არიან.