ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2022 ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წელი იყო ისტორიაში


ამერიკის ორი სამთავრობო უწყების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასული წელი ერთ-ერთი ყველაზე თბილი იყო, რაც ამ დრომდე დაფიქსირებულა. ამასთან, შარშანდელი წელი მსოფლიოში ექსტრემალური ამინდის სიხშირითაც გამოირჩეოდა. ამის დიდი ნაწილი კი კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული.

"ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციისა" და "აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის" ცნობით, დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 2022 წელს, მეოცე საუკუნის საშუალო ტემპერატურაზე 0.86 გრადუსით მაღალი იყო. მათი შეფასებებით ეს ისტორიაში სითბოთი მეხუთე-მეექვსე "ყველაზე თბილ წლად" შეიძლება იყოს მიჩნეული.

თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ მთავარი ის ტენდენციაა, რომ პლანეტაზე კლიმატი უფრო და უფრო თბილი ხდება. ბოლო 8 წლის განმავლობაში, თითოეული წელი ისტორიაში ყველაზე ცხელ რვა წელს შორის იყო. სპეციალისტების თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაშიც, ყოველი ათწლეული იმაზე უფრო თბილი იყო, ვიდრე - წინა და ტემპერატურა 1960-იანი წლებიდან სისტემატურად იზრდება.

XS
SM
MD
LG