ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიაში უპრეცედენტო ინტენსივობის წვიმას ელიან


California rain
California rain

კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილს კვირას ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. შტორმმა დაგლიჯა ხეები, დატბორა ავტომაგისტრალები, ხანძრებისგან მოშიშვლებულ ტერიტორიებზე ტალახის ნაკადები მოიდინება. მეტეოროლოგები რეკორდული ინტენსივობის წვიმას ელოდებიან.

წყნარი ოკეანიდან აირთქლებული ნალექსის შედეგად წარმოქმნილი წამლეკავი წვიმა და ძლიერი ქარი სავარაუდოდ შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში სამხრეთით გადაინაცვლებს. საკრამენტოს მეტეოროლოგიური სამსახური "ისტორიული წვიმის" მოსვლას ვარაუდობს.

დაიტბორა სან-ფრანცისკოს ყურის ზოგიერთი ნაწილიც ბერკლიში და ოკლენდში ზოგიერთი ქუჩა და მაგისტრალის ნაწილიც გადაიკეტა. კვირა დილით სან ფრანცისკოში მთა ტამალპაისში, სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთით გასული 12 საათის განმავლობაში უკვე რეკორდული - 15 სმ წვიმა იყო მოსული.

მეორე მხრივ კი ბოლო დრონდელმა შტორმებმა წელს ფართოდ გავრცელებული ხანძრების ჩაქრობას შეუწყო ხელი. თუმცა ამერიკის დასავლეთ შტატები ჯერაც გვალვას ებრძვის. კალიფორნიაში კლიმატი უფრო და უფრო ცხელი და მშრალი ხდება. ოფიციალურად 2021 წლის სექტემბერში დასრულებული "კალიფორნიის მეტეოროლოგიური წელი" ისტორიულად მეორე ყველაზე მშრალი წელი იყო, წინა წელი კი - მეხუთე ყველაზე მშრალი. შტატის ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი წყლის რეზერვუარიც რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა.

XS
SM
MD
LG