სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროზე ოქტომბერში მომხდარი ნავთობის მასობრივი გაჟონვის თაობაზე ფედერალური გამოძიება გრძელდება. გამომძიებლების წამყვანი ვერსიით, კალიფორნიაში ნავთობის წყალქვეშა მილსადენის დაზიანება ერთ-ერთი დიდი გემის ღუზამ გამოიწვია.
ინფორმაციას კალიფორნიის სანაპირო დაცვის სამსახური ავრცელებს. მათი თქმით, ინციდენტი მასიურ გაჟონვამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა. მილი სავარაუდოდ მოზრდილმა, 366-მეტრიანმა გემმა "დანიტი" დააზიანა. ის პანამაშია რეგისტრირებული და მისი მფლობელის სახელია "დორდელას საფინანსო კორპორაცია", რომელიც საპასუხო განცხადებას ჯერჯერობით არ აკეთებს.
"დანიტის" ოპერატორია ხმელთაშუა ზღვის გადამზიდი კომპანია "ემ-ეს-სი". შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში რეგისტრირებული კომპანია 600 ხომალდს ზედამხედველობს და 100 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, განცხადებას ამ ეტაპზე არც "ემ-ეს-სი" ავრცელებს.
Facebook Forum