ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ურანის გამდიდრების ახალ ეტაპზე გადადის


"თუ ირანი სერიოზულად ცდილობს დიპლომატიური სივრცის შენარჩუნებას, ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგას," - ეს არის ნაწყვეტი საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი განცხადებიდან, რომელშიც დასავლეთი მოუწოდებს ირანს უარი თქვას ურანის გამდიდრებაზე და ბირთვული პროგრამის გაფართოებაზე.

"როიტერის" ინფორმაციით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონფიცენციალურ ანგარიშში დეტალურად წერია თუ რის გაკეთებას აპირებს ირანი უახლოეს პერიოდში. ანგარიშის მიხედვით, შესაძლებელია ირანმა კიდევ 3 კასკადი ააშენოს, რაც ურანის გამდიდრების ახალი წყარო იქნება. როგორც "როიტერი" ამბობს, ირანის სურვილია შექმნას ისეთი სადგური, რომელიც მიწისქვეშ იქნება განთავსებული და რომელიც ყველა სახის საჰაერო დარტყმას გაუძლებს.

ევროპა შიშობს, რომ თუ ირანი ახალ ნაბიჯებს გადადგამს ურანის გამდიდრების კუთხით, შეუძლებელი იქნება მოლაპარაკებების ის ფორმა შენარჩუნდეს, რომელიც 2015 წლის შემდეგ არსებობს დასავლეთსა და ირანს შორის და "ირანის ბირთული შეთანხმების" სახელითაა ცნობილი.

ევროპაში ფიქრობენ, რომ ირანის ქმედება გაართულებს მოლაპარაკებაში ამერიკის შეერთებული შტატების დაბრუნებას. 2015 წელს დადებული შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება 2018 წელს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო. გადაწყვეტილების პარალელურად 2018 წელის მაისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა, მიზეზი კი როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობდა, ირანის მიერ თავდაცვის ბიუჯეტის 40%-იანი ზრდა და ბირთვული ბალისტიკური რაკეტების შექმნა იყო. მაშინ ირანმა ბრალდებები უარყო.

შეთანხმებაში შესაძლო დაბრუნებას და ახალ დოკუმენტზე მუშაობის შესახებ არაერთხელ უსაუბრია ამერიკის ახალ არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მის გუნდს, თუმცა ამ დრომდე მათ ირანის ახალი ქმედებების შესახებ განცხადება არ გაუვრცელებიათ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG