ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ სამშაბათს გამოაცხადეს, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან ირანის დაშორება მათ არ უტოვებს სხვა არჩევანს, გარდა იმისა, რომ შექმნილი ვითარება, ამავე შეთანხმებით გათვალისწინებულ დავის გადასაწყვეტი პროცესით განიხილონ.
ქვეყნები აცხადებენ, რომ ბირთვული შეთანხმების შესაბამისად, საკუთარი პასუხისმგებლობების ერთგულნი რჩებოდნენ. ირანის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს აუქმებდნენ და მუშაობდნენ იმაზე, რომ ქვეყანასთან კანონიერი ვაჭრობა გამოცოცხლებულიყო.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: „მაგრამ იმავდროულად, ირანი შეთანხმებით გათვალისწინებული საკვანძო შეზღუდვების დარღვევას აგრძელებდა. ირანის ქმედებები ბირთვული შეთანხმების პირობებთან შეუთავსებელია და გაუვრცელებლობის საკითხზე მძიმე და გამოუსწორებელი შესაძლო შედეგების დაყენება შეუძლია.“
ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გამო „ სწუხან და შეშფოთებულნი არიან“. მათ აღნიშნეს, რომ პრობლემის გადასაწყვეტად გაერთიანებული კომისიისადმი მიმართვა არ ნიშნავს, რომ ისინი შეერთებული შტატების სტრატეგიას მხარს უჭერენ.
Facebook Forum