გაეროს ბირთვული მონიტორინგის სააგენტო იტყობინება, რომ მისი ინსპექტორების დასკვნით, ირანი ახალ, მოწინავე სენტრიფუგებს ამონტაჟებს. მათი ინფორმაციით, ეს შესაძლებელს გახდის დაიწყოს ურანის გამდიდრების ოპერაციები.
სააგენტომ დააკონკრეტა, რომ ლაპარაკია 2015 წლის შეთანხმებით აკრძალულ ცენტრიფუგებზე, რომელთა გამოყენების პირობა ირანმა მაშინ სანქციების მოხსნის პირობით აკრძალა.
ეს განცხადება ირანის მიერ გაკეთებულ ასეთივე შინაარსის განცხადებას მოსდევს. თეირანი ამ ეტაპზე ჩივის, რომ ევროპული სახელმწიფოები არასაკმარისს აკეთებენ ირაანის ენერგო სექტორის დასახმარებლად ამერიკული სანქციების პირობებში.
ვაშინგტონმა თეირანს გასულ წელს, ამ შეთანხმებიდან გასვლისთანავე დაუწესა სანქციები.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახალი შეთანხმების მიღწევა სურს, ისეთის, რომელიც შეზღუდვებს დააწესებს ირანის ბალისტიკურ სარაკეტო პროგრამაზე.
Facebook Forum