ახალი სანქციების პაკეტი ირანის წინააღმდეგ და გაფრთხილება ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან: რამდენიმე წუთის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, გაასაჯაროა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც ირანისთვის ახალ სანქციებს ითვალისწინებს.
დოკუმენტს ხელს ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აწერს, ახალი სანქციები ირანის ატომური ენეგრიის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ 3 სუბიექტს და 6 პირს ეხება.
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წევრები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ საწყისია და სანქცირებულთა წრე საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება. მეტიც, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ირანის თავდაცვის მინისტრს, ვენესუელის ყოფილ პრეზიდენტს და ყველა იმ პირს, რომლებიც თეირანის ბირთულ პროგრამაში არიან ჩართულები.
სანქციები ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებას მოიცავს. სანქციების სამიზნეს წარმოადგენენ სუბიექტები, რომლებიც ირანთან იარაღით ვაჭრობენ.
"დღეს, ამ აღმასრულებელი ბრძანებით პირველ ზომებს ვიღებთ ირანში თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე სანქციებს ვუწესებთ ვენესუელის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს. თითქმის ორი წელია, რაც თეირანის კორუმპირებული ჩინოვნიკები მუშაობენ, ვენესუელის არალეგიტიმურ რეჟიმთან, რათა მოხდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში იარაღის ემბარგოს თავიდან აცილება. მე ვამბობ, სულ ერთია ვინ ხართ, თუ ირანისათვის იარაღზე გაეროს მიერ დაწესებულ ემბარგოს დაარღვევთ, სანქციების რისკის ქვეშ იქნებით,"- განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
მაიკ პომპეოს შემდეგ განცხადება ახალი აღმასრულებელი ბრაძანების შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა გააკეთა.
"ირანისგან დესტაბილიზაციის მომავალი საფრთხის გასანეიტრალებლად ჩვენს მეთაურებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. მათ სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა რათა დაიცვან ჯარისკაცები და მოამზადონ ისინი ნებისმიერი გაუთვალისწინებელი სიტუაციისთვის. ჩვენ ვიდგებით მხარდამხარ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ირანისგან მომავალი საფრთხის გასანეიტრალებლად,"- ამბობს ამერიკის თავდაცვის მდივანი.
მარკ ესპერმა თეირანს მიმართა და მოუწოდა შეწყვიტოს "მავნე საქმიანობა"
"ჩვენ მოვუწოდებთ თეირანს შეწყვიტოს მავნე ქმედებები მთელს რეგიონში და მოიქცეს ისე, როგორც ნორმალური ქვეყანა. ჩვენს მეთაურებს აქვთ შესაბამისი რესურსები, რაც მათ ჭირდებათ, რომ აკონტროლონ ვითარება. ჩვენ მზად ვართ სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ ირანულ აგრესიაზე,"- ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი.
აშშ-ის გადაწყვეტილებას არ იზიარებენ ირანის ბირთვული შეთანხმების წევრი სხვა ქვეყნები. საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მიერ სანქციების დაბრუნება არაკანონიერია. აშშ-ის ქმედება დაგმეს ირანმა და რუსეთმა.
მაიკ პომპეომ ირანისათვის სანქციების დაბრუნების მექანიზმის ამოქმედების შესახებ 20 აგვისტოს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ ირანისთვის იარანზე დაწესებული ემბარგოს გახანგრძლივებაზე აშშ-ს ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
Facebook Forum