ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ენერგიის მზარდ ფასებზე იმსჯელებს


ევროკავშირის დროშა, ევროკომისიის შენობაზე
ევროკავშირის დროშა, ევროკომისიის შენობაზე

ევროკავშირის ლიდერები ამ კვირაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ მზარდი ენერგო ფასებისა და ენერგორესურსების მიწოდების უზრუნველყოფაზე, რათა წევრი ქვეყნების ისედაც რთულ ვითარებაში მყოფ ეკონომიკას დაეხმარონ. ამასთან ერთად, ბრიუსელი ცდილობს შეინარჩუნოს ერთიანობა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ.

ხუთშაბათის მნიშვნელოვანი სამიტის წინ, ევროკომისია, ბლოკის აღმასრულებელი სტრუქტურა, წინადადებით გამოვიდა, რომლის მიზანიც გაზზე ფასის ლიმიტის დაწესების საკითხის გადაჭრა და კომპრომისის გამოძებნაა მის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის. ბევრი ქვეყანა საერთო ლიმიტს ეწინააღმდეგება და მას კონტრპროდიუქტიულად მიიჩნევს.

„ევროპა სიმართლის კვირაში შედის“, - თქვა ბელგიის პრემიერმა ალექსანდერ დე კრომ. „ამ კვირაში ან სწორად წავა საქმე, ან არა“.

მომავალ უქმეებზე, ევროკავშირის ლიდერები შეეცდებიან, ორდღიანი მოლაპარაკებების განმავლობაში შეთანხმებას მიაღწიონ. ევროკავშირი ასევე განიხილავს საბიუჯეტო დახმარების გაცემას მათზე, ვინც ყველაზე მეტად განიცდის ენერგოკრიზისის სიმძიმეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და სამიტის მასპინძელმა შარლ მიშელმა 27 ლიდერს მოსაწვევ წერილში უთხრა, რომ საუბარი 3 მიმართულებაზე იქნება. ესენია: მოთხოვნის შემცირება, მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფასების შეკავება.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს იმის გასააზრებლად, რომ ბლოკის დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე უზარმაზარი პოლიტიკური შეცდომა იყო, პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დიდი დრო არ დასჭირვებიათ. უკრაინაში რუსეთის განახლებული ომის ფონზე, ბუნებრივი აირის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე დაწესებული სანქციების შედეგად, 450-მილიონიანი ბლოკი ცდილობს მოძებნოს გზები, რომ სიცივემ მოწყვლადი მოსახლეობა არ აზარალოს და ბიზნესები არ დაიხუროს,გაზზე ფასის ზრდის გამო.

ზამთარში შესაძლო დეფიციტთან გასამკლავებლად, ევროკავშირი უკვე დათანხმდა გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას. ევროკომისიამ სამშაბათს ასევე თქვა, რომ ეცდება სოლიდარობის პრინციპის გავრცელებას გაერთიანებაზე, რათა წევრებმა მოახერხონ ერთმანეთისთვის გაზის მიწოდება. ამასთან, ცალკეული ქვეყნები უკვე იწყებენ სხვადასხვა კრიტიკული ინდუსტრიის სუბსიდირებას, რათა ეკონომიკური სირთულეები თავიდან აირიდონ. თუმცა, ეს ბაზარში ჩარევის შესაძლო გაუთვლელი რისკების ფასად ხდება.

რამდენად მოახერხებს ბრიუსელი საერთო პრინციპზე შეთანხმებას, მომავალ უქმეებზე გახდება ცნობილი. ეს იმ ფონზე, როცა ევროპის მოსახლეობაში მზარდი ფასები და ინფლაცია თანდათან მეტ აღშფოთებას იწვევს. პროფკავშირული გაერთიანება ETUC-ის ინფორმაციით, ინფლაციაზე მორგებული ხელფასები აჩვენებს, რომ შემოსავალი მოსახლეობისთვის 9%-ით შემცირდა.

ესკალაცია პუტინის ე.წ. ენერგო-ომში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:50 0:00

XS
SM
MD
LG