ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა უნგრეთს 900 მილიონი ევრო დაუმტკიცა


ევროკავშირის და უნგრეთის დროშები უნგრეთის ეროვნული ბანკის შენობაზე ბუდაპეშტში, უნგრეთი.
ევროკავშირის და უნგრეთის დროშები უნგრეთის ეროვნული ბანკის შენობაზე ბუდაპეშტში, უნგრეთი.

ევროპის კავშირმა გადაწყვიტა, უნგრეთისთვის 900 მილიონი ევრო (დაახლოებით $1 მილიარდი) გადასცეს. ბლოკის ქვეყნები ცდილობენ გადალახონ ბუდაპეშტის ვეტო, რომელიც მან უკრაინის დახმარებას დაადო.

ევროკავშირის მხარდაჭერა გადამწყვეტია უკრაინისთვის, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან იბრძვის რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის წინააღმდეგ. კიევი კონტრიერიშით ცდილობს, რუსეთს უკან დაახევინოს და საკუთარი ოკუპირებული ტერიტორიები გაათავისუფლოს.

ევროკავშირის თანხა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის ნაწილია, რომელიც ბრიუსელმა უნგრეთს პოსტპანდემიური პრობლემების დაძლევისთვის გამოუყო. თუმცა, ფონდები აქამდე გაყინული იყო, უნგრეთში კორუფციის მიმართულებით არსებული შეშფოთების და ასევე, ვეტერანი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მმართველობის დროს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპებისგან გადახვევის გამო.

ორბანმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირედ მიიჩნევა, დაბლოკა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბრიუსელმა, დეკემბერში უკრაინას 50 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკური დახმარება უნდა დაუმტკიცოს და კიევთან ბლოკში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს. უკრაინისადმი ერვოკავშირის ეს ეკონომიკური დახმარება 2027 წლამდე პერიოდს მოიცავს.

უნგრეთმა ასევე შეაჩერა უკრაინისთვის ევროკავშირის 20 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გაგრძელების გეგმა და ჯერ კიდევ ეწინააღმდეგება რუსეთისთვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წარმოების გამო დაწესებულ სანქციებს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG