ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში არჩევნები დიდი ალბათობით მაისში გაიმართება


ძლიერი მიწისძვრიდან, რომელსაც 45 000-ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სამი თვის თავზე თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს პირდაპირი განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მიანიშნა, რომ თურქი ხალხი სწორედ მაისში მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

„ეს ერი 14 მაისს გააკეთებს იმას რაც აუცილებელია, ღვთის ნებით“- თქვა ერდოღანმა დეპუტატებთან საუბრისას.

შესაძლოა პრეზიდენტ ერდოღანის ამ განცხადებამ დაასრულოს თურქეთში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები არჩევნების შესაძლო თარიღთან დაკავაშირებთ. ზოგი ამბობდა, რომ შესაძლებელი იყო არჩევნები ივნისამდე ან სულაც წლის ბოლომდე გადადებულიყო.

ეს შესაძლოა ხელსაყრელი ყოფილიყო მმართველი გუნდისთვის და თავად პრეზიდენტ ერდოღანისთვის რადგან ბოლო წლებში მათი რეიტინგები მნიშვნელოვნად შემცირდა, მთავარი მიზეზი ეკონომიკური პრობლემები და ინფლაციაა.

სულ რამდენიმე კვირის წინ კი თურქეთში უახლეს ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი მიწისძვრა მოხდა, მთავრობის დაგვიანებული რეაგირების გამო ერში ერდოღანისა და მისი გუნდის მხარდაჭერის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა. მოსახლეობაში ნდობის აღსადგენად ერდოღანი მიწისძვრის ეპიცენტრში რამდენჯერმე ჩავიდა და ადგილობრივებს შეხვდა.

„ჩვენ ავაშენებთ უკეთეს შენობებს ამ შენობების ნაცვლად,“- თქვა ერდოღანმა დეპუტატებთან საუბრისას და დეტალურად ისაუბრა სახელმწიფო სამსახურების მიერ გაწეული შრომის შესახებ.

ახლა მთავარი კითხვა არის ის, თუ რამდენად შესაძლებელია ხმის მიცემის პროცესის ჩატარება, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში სადაც 14 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

თუ დაგეგმილ არჩევნებში ერდოღანი გაიმარჯვებს, ეს მისი მმართველობის მესამე ათწლეულის დასაწყისი იქნება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG