ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუმინეთი: "რუსეთი მოლდოვის საზღვარზე ჯარების მობილიზების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს"


რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თითქოსდა ქვეყანა მოლდოვის საზღვართან ჯარების მობილიზებას იწყებს. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ეს კრემლის მიერ 2022 წელს უკრაინაში ომის პარალელურად დაწყებული დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია და მას სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო.

„ჩვენ ყველას შევახსენებთ, რომ ასეთი სენსაციური და პანიკური ინფორმაციის სიზუსტე, საუკეთესოდ შეიძლება გადამოწმდეს ოფიციალურ წყაროებთან კონსულტაციებით“, - აცხადებენ სამინისტროში.

მოლდოვა, ნატოსა და ევროკავშირის წევრი რუმინეთი და უკრაინა ესაზღვრებიან, რომელთანაც მას 1,200 კილომეტრიანი საზღვარი აქვს. მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთში კი რუსეთს 1 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს განლაგებული.

რუსეთმა უკვე რამდენჯერმე გაავრცელა მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს უკრაინა დნესტრისპირეთში შეჭრას აპირებს. აღმოსავლეთ ევროპაში შიშობენ, რომ ამ ყალბ ნარატივს რუსეთი სწორედ სეპარატისტულ რეგიონში ომის დასაწყებად, ერთგვარ საბაბად იყენებს. მსგავსი ტაქტიკა ცნობილია უკრაინისთვისაც, როდესაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია დაიწყო.

მოლდოვის პროდასავლური ღირებულებების მქონე პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, ასევე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადეს, რომ მოსკოვი რეგიონში დამატებით დესტაბილიზაციას ცდილობს და სურს, რომ დნესტრისპირეთის ოკუპაცია დაიწყოს, რაც მოდლოვას უკრაინაზე თავდასხმისთვის ხელსაყრელ ადგილად აქცევს. მოლდოვამ ცოტა ხნის წინ რუსეთი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაშიც დაადანაშაულა, რასაც კრემლი უარყოფს და ამბობს, რომ დასავლეთი "კიევის მსგავსად, კიშინიოვის გამოყენებასაც" გეგმავს.

XS
SM
MD
LG