ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი ყაზახეთში პრეზიდენტსა და პირველ დიპლომატს შეხვდა


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამშაბათს ყაზახეთს ესტუმრა და იქ ქვეყნის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ყაზახეთსა და უზბეკეთში ბლინკენის ჩასვლა რეგიონში ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი ასეთი რანგის ვიზიტია.

უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამ რეგიონში რუსეთის გავლენასთან დაკავშირებული კითხვები კიდევ ერთხელ გამოკვეთა.

ასტანაში ბილნკენი პრეზიდენტ კასიმ-ჯომართ ტოკაევს შეხვდა. ტოკაევი ნოემბერში დიდი უმრავლესობით კიდევ ერთხელ აირჩიეს პრეზიდენტის პოსტზე. მან რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა საჯაროდ გააკრიტიკა.

საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას, ბლინკენმა მიხთარ ტილეუბერდის უთხრა, რომ ვაშინგტონი ყაზახეთის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მტკიცედ უჭერს მხარს.

ამ ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი რეგიონის ხუთივე ქვეყნის პირველ დიპლმატს შეხვდება. ასტანიდან კი ის ტაშკენტში, უზბეკეთში მიემგზავრება.

რუსეთსა და ყაზახეთს შორის საზღვარი მსოფლიოში ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარია. საბჭოთა კავშირის ყოფილ სახელმწიფოებს შორის უკრაინის შემდეგ ყველაზე დიდი რუსული დიასპორა სწორედ ყაზახეთშია.

XS
SM
MD
LG