ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვთან ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი იპოვეს


მოსკოვის რაიონში, ნოგინსკის მახლობლად, ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი აღმოაჩინეს. რუსული სამართალდამცავი ორგანოებიდან წყაროებზე დაყრდნობით, ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

ტელეგრამ არხების, „Baza” და „Shot”- ის ინფორმაციით, დრონი ბორგორვსკის ურბანულ რაიონში, ნიგინსკთან ახლოს ადგილობრივმა მოსახლემ საკუთარი სახლიდან 300 მეტრის დაშორებით იპოვა. მან ფოტოები მებაღეობის პარტნიორობის ჩატში ატვირთა, მოგვიანებით კი ჩატის ერთ-ერთმა წევრმა პოლიცია გამოიძახა.

ტელეგრამის არხებში ამტკიცებენ, რომ საუბარია უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატზე (UJ-22 Airborn), რომელშიც ჯამში, 17კგ ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული. ასეთი დრონების ფრენის დიაპაზონი 800 კილომეტრამდეა.

ადგილრობირვ მედიასაშუალებებში განიხილავენ შესაძლებლობას, რომ დრონი ხეების ტოტებს გამოედო და ჩამოვარდა, ან საწვავი ამოეწურა.

საიდან გაუშვეს დრონი უცნობია. უკრაინულ მხარეს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი დრონი, 28 თებერვალს აღმოაჩინეს მოსკოვის ოლქის კოლომენსკის რაიონში, გაზპრომის გაზის საკომპრესორო სადგურთან.

მოსკოვი თავდასხმაში უკრაინულ ძალებს ადანაშაულებს. კიევი ასეთ ოპერაციებში მონაწილეობას არ ადასტურებს.

XS
SM
MD
LG