იუსტიციის დეპარტამენტი და პენტაგონი საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმის გამოძიებას აგრძელებენ. გასულ კვირას გამოძიების ფედერალური სააგენტოს აგენტებმა დააკავეს მთავარი ეჭვმიტანილი, რომელიც სასამართლოს წინაშე უკვე წასდგა, თუმცა ეს გამოძიების მხოლოდ დასაწყისია.