ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის ჯაშუშური საჰაერო აპარატი ამერიკის ტერიტორიაზე - რა ვიცით ამ დროისთვის


ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ჩინეთის ჯაშუშური საჰაერო ბურთი გადაადგილდებოდა, ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

პენტაგონის თქმით საჰაერო საშუალება ჩინეთს ეკუთვნის, ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს ოფიციალური ოტავაც, რომელიც პროცესს თავადაც აკვირდებოდა. კანადის ოფიციალური პირების ინფორმაციით საჰაერო ბურთი ამერიკის ტერიტორიაზე დააფიქსირეს.

„ამერიკის მთავრობამ აღმოაჩინა და აკონტროლებს მაღალი სიმაღლის სათვალთვალო ბურთს, რომელიც ამჟამად კონტინენტურ შეერთებულ შტატებშია,“- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს პენტაგონის პრესსპიკერმა პატრიკ რაიდერმა და დააამატა, რომ საჰარო ბუშტი არ წარმოადგენდა საფრთხეს ამერიკელი მოსახლეობისთვის.

თუმცა, ამის მიუხედავად ჩინური საფრენი აპარატის მოძრაობას სპეციალისტები აკონტროლებდნენ და მობილიზებული იყო ავიაგამანადგურებლებიც. თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მისი განადგურების შესახებ ბრძანება არ გასცა. ინფორამციას ამის შესახებ წყარო თავდაცვის დეპარტამენტიდან სააგენტო „როიტერს“ აწვდის.

არსებული ინფორმაციით პრეზიდენტმა ბაიდენმა გაითვალისწინა სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ბურთის განადგურების შემდეგ წარმოქმნილი ნარჩენები ამერიკელთათვის საფრთხეს წარმოადგენდა.

თავდაპირველად, ინფორმაცია ჩინეთის ქმედების შესახებ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა უილიამ ბერნსმა გაავრცელა და მან ჩინეთი „ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ გამოწვევად“ დაასახელა.

ვაშინგტონის განცხადების შემდეგ მოგვიანებით, განცხადება გააკეთდა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც თქვეს, რომ ფაქტების შესწავლას ცდილობდნენ.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სანამ ფაქტები არ გაირკვევა, სპეკულაციები და აჟიოტაჟი არ იქნება გამოსადენი საკითხის სათანადო გადაწყვეტისთვის,“- თქვა მაო ნინგმა, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერია.

ნინგის თქმით, პეკინს „არ აქვს განზრხვა დაარღვიოს რომელიმე სუვერენული ქვეყნის სახმელეთო საზღვარი თუ საჰაერო სივრცე“

სამხედრო ანალიტიკოსთა ნაწილი სააგენტო "როიტერთან" საუბრის დროს ამბობს, რომ ეს არის პროვოკაცია პეკინის მხრიდან.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG