ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ისრაელს თავდასხმაში ადანაშაულებს


ირანი ისპაჰანის მახლობლად, სამხედრო საწარმოზე განხორციელებულ დრონით თავდაახმაში ბრალს ისრაელს სდებს. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო „ISNA” ავრცელებს. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თეირანმა შურისძიების პირობა დადო.

ირანის ერთ-ერთ სახმედრო საწარმოზე თავდასხმას, წინ უსწრებდა დაძაბულობა დასავლეთსა და ირანს შორის, თეირანის ბირთვულ აქტივობასთან დაკავშირებით. ასევე, რუსეთისთვის „თვითმკვლელი დრონების“ მიწოდება, რომელსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს და რამდენიმეთვიანი საპროტესტო ტალღა ირანში, რაც პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.

გაეროს გენერალური მდივნისთვის მიწერილ წერილში, გაეროში ირანის წარმომადგენელი წერს, რომ „პირველადი გამოძიებით, თავდასხმაზე პასუხისმგებელი, სავარაუდოდ, ისრაელია“. თეირანის მტკიცებით, შაბათს განხორციელებულ თავდასხმას, მსხვერპლი ან სერიოზული ზიანი არ მოჰყოლია.

„ირანი იტოვებს ლეგიტიმურ უფლებას, დაიცვას თავისი ეროვნული უსაფრთხოება და მტკიცედ უპასუხოს სიონისტური რეჟიმის (ისრაელის) ნებისმიერ საფრთხეს ან არასწორ ქმედებას, სადაც და როცა საჭიროდ ჩათვლის“, - ნათქვამია გაეროში ირანის წარმომადგენლის წერილში.

ისრაელმა დიდი ხანია განაცხადა, რომ მზად არის დარტყმა მიაყენოს ირანულ ობიექტებს, თუ დიპლომატია ვერ შეაჩერებს თეირანის ბირთვულ ან სარაკეტო პროგრამებს, მაგრამ კონკრეტულ ინციდენტებზე კომენტარს არ აკეთებს.

იცვლის თუ არა ისრაელი პოზიციას?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:57 0:00

თეირანი ისრაელს, ირანის ტერიტორიაზე აგენტების გამოყენებით თავდასხმების ორგანიზებაში, წარსულშიც სდებდა ბრალს.

ივლისში თეირანმა განაცხადა, რომ დააკავა ისრაელში მომუშავე ქურთი მებრძოლების დივერსიული ჯგუფი, რომელიც ისპაჰანში "მგრძნობიარე" თავდაცვის ინდუსტრიის ცენტრის აფეთქებას გეგმავდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG