ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბულგარეთმა გაზპრომის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო


ბულგარეთის სახელმწიფო გაზის კომპანიამ „ბულგარგაზ“ რუსული „გაზპრომის“ წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო. საქმე ეხება 2022 წელს ხელშეკრულების პირობების დარღვევას, რის გამოც ბულგარეთი რუსული კომპანიისგან 400 მილიონ ევროს კომპენსაციის სახით ითხოვს.

სარჩელი უკვე შევიდა პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში, რადგან რუსეთმა ბულგარეთთან მოლაპარაკებაზე და მორიგებაზე უარი თქვა.

„მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ არ მიიღო ზომები ამ საკითხის სასამართლო გადაწყვეტის მიზნით, „ბულგარგაზმა“ გადადგა საჭირო ნაბიჯები კომპანიის ინტერესების დასაცავად“,- წერია ბულგარეთის სახელმწიფო გაზის კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გაზპრომმა“, „ ბულგარგაზისთვის“ გრძელვადიანი კონტრაქტი შეაჩერა, რომელიც "ბულგარგაზის" მიერ აბონენტებისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის 90%-ს შეადგენდა. გაზპრომმა "ბულგარგაზისთვის" ბუნებრივი აირის მიწოდება 2022 წლის აპრილის ბოლოს შეწყვიტა. გაზპრომს ამ დრომდე საარბიტრაჟო დავის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

ბულგარეთი, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანაა, რუსეთის მიმართ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არის შეერთებული, რომელიც მას შემდეგ დაწესდა, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG