ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

57 პატიმარი დაიღუპა ბრაზილიის ციხეში მომხდარი ამბოხის გამო


ჩრდილოეთ ბრაზილიის ქალაქ ალტამირაში, ორშაბათს დილით მომხდარი ამბოხის შედეგად, დაღუპულია 57 პატიმარი. შტატის პენიტენციალური სისტემის ხელმძღვანელი ჟარბას ვასკონსელოსი ამბობს, რომ ყველაფერი დაიწყო ბანდიტურმა დაჯგუფებამ "კომანდო კლასი - ა". როგორც ჩანს, მათ დაპირისპირება ჰქონდათ განგსტერების მეორე ჯგუფთან, სახელად "კომანდო ვერმელო" და ამ უკანასკნელთა ერთ-ერთ საკანს ცეცხლი მოუკიდეს, მაშინ როცა საკანში პატიმრები იყვნენ.

დამნაშავეთა დაჯგუფებების დაპირისპირება მალევე ამბოხში გადაიზარდა. პატიმრებმა დაცვის ორი წევრი მძევლად აიყვანეს, რის შემდეგაც ატყდა სროლა. მოგვიანებით, სამართალდამცავებმა ალტამირას ციხეში კონტროლი აღადგინეს. მათ დაადასტურეს, რომ დაღუპულთა შორის 16 პატიმარი დასახიჩრებული დახვდათ.

ანალოგიური ინციდენტი მოხდა მაისში, როცა განგსტერებს შორის ძალადობას 55 პატიმარი შეეწირა. უფლებადამცველები ბრაზილიის მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ქვეყანაში პატიმრების რაოდენობა ბოლო 10 წლის მანძილზე 500 ათასიდან 841 000-მდეა გაზრდილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG