ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში მსჯავრდებულებმა შიმშილობა შეწყვიტეს


ათასობით მსჯავრდებულმა თურქეთის ციხეში 200 დღიანი შიმშილობა შეწყვიტა, მას შემდეგ რაც ქურთ ამბოხებულთა ლიდერს, აბდულა ოჯალანს პირველად რვა წლის განმავლობაში საკუთარ ადვოკატთან შეხვედრის უფლება მისცეს.

ოჯალანი თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერია. მან საკუთარ მხარდამჭერებს წერილობით მიმართა და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მიმართვა მისმა ადვოკატმა გაავრცელა.

3000 პატიმარს რამდენიმე ქურთი დეპუტატიც შეუერთდა. ერთ-ერთმა კანონმდებელმა, ლეილა გუვენმა განაცხადა, რომ შიმშილობამ მიზანს მიაღწია.

„ეს იყო კოლექტიური წინააღმდეგობა. თურქი ხალხის ამ წინააღმდეგობით, თურქეთში დემოკრატიამ გაიმარჯვა. ოჯალანის ხმის გავრცელება თურქეთის დემოკრატიულობისთვის და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გუვენმა.

თურქი მიმომხილველების ნაწილი ფიქრობს, რომ თურქეთის მთავრობამ ოჯალანს საკუთარ ადვოკატებთან შეხვედრის უფლება იმიტომ მისცა, რომ მომავალი თვის სტამბულის განმეორებით არჩევნებში ქურთი ამომრჩევლის ხმები მოიპოვოს.

ოჯალანი 1999 წელს კენიაში დააკავეს. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთში დამოუკიდებელი ქურთისტანისთვის პარტიზანულ ბრძოლას მიმართავს.

თურქეთის გარდა, ამბოხებულებს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს შეერთებული შტატები და ევროკავშირი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG