შეერთებული შტატები კიევს უკრაინის შეიარაღებისთვის დამატებით $2 მილიარდს გადასცემს და იდგება მის გვერდში, ვიდრე უკრაინის სუვერენიტეტი რისკის ქვეშ არის. განცხადება 15 მაისს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის დედაქალაქიდან გააკეთა.
პრესკონფერენციაზე, რომელიც კიევში გაიმართა, ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად მივიდა. „ჩვენ დამატებით 2 მილიარდ დოლარს გამოვუყოფთ უკრაინის საგარეო სამხედრო დაფინანსებას“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა სპეციალური, უნიკალური ფონდის საშუალებით შეგროვდა, რომელიც თავდაცვის სფეროს შესაძლებლობებს გაზრდის. ფონდი დღეს უკრაინას შეიარაღებას მიაწვდის, ასევე სამომავლოდ ჩადებს ინვესტიციებს მისი თავდაცვის სამრეწველო ბაზის განვითარებაში და პარალელურად, დააფინანსებს სხვა ქვეყნებიდან სამხედრო აღჭურვილობის შეძენას.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს დახმარება კიევს "კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს" მიეწოდება. უკრაინა ამჟამად რუსეთის განახლებული იერიშების პირისპირ იმყოფება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რომელიც ასევე 15 მაისს გაკეთდა, ბლინკენის ვიზიტი აჩვენებს, რომ ვაშინგტონში იზრდება შეშფოთება ფრონტის ხაზებზე შექმნილი ვითარების გამო, რასაც მოსკოვი უკრაინის სამხედრო ჩავარდნას უწოდებს. რუსეთის ძალები ბოლო დღეების განმავლობაში ხარკივის რაიონში დაწინაურდნენ და ახლა ადგილობრივი მედიის ცნობით, პოზიციებს ქალაქ ვოვჩანსკში იკავებენ.
Facebook Forum