ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში კიდევ ორ დასახლებაზე აიღო კონტროლი


რუსეთი აცხადებს, რომ მისმა ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში სოლოვიოვის დასახლებებზე და ხარკივის რეგიონის ჩრდილოეთით მდებარე კოტლიარივკაზე კონტროლი დაამყარეს.

უკრაინელ სამხედროებს, გენერალური შტაბის საღამოს მოხსენებაში, არცერთი დასახლების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. ხარკივის რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა ორშაბათს განაცხადა, რომ კოტლიარივკა, რომელიც ქალაქ კუპიანსკის მახლობლად მდებარეობს, ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ადგილებიდან, რომლებიც რუსეთის დაბომბვის ქვეშ მოყვა.

სამხედროებისგან განსხვავებით, უკრაინელი ბლოგერები ამბობენ, რომ ორივე სოფელი რუსეთის ხელშია.

DeepState-მა, პოპულარულმა ფორუმმა ომის შესახებ, შაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოტლიარივკას რუსეთის ძალები აკონტროლებდნენ. კვირას კი განაცხადეს, რომ მეზობელი სოფელი კისლივკა ასევე რუსეთის ხელში იყო.

DeepState-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოლოვიოვი, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ქალაქ ავდიივკას ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელი, რუსეთის ძალებმა გასულ კვირას აიღეს.

რუსეთი მცირედით, მაგრამ წინ მიიწევს დონბასში, მას შემდეგ, რაც თებერვალში ავდიივკა აიღო.

XS
SM
MD
LG