ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი უზენაესი სასამართლოს ცვლილებების გეგმას წარადგენს


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აშშ-ის უზენაეს სასამართლოს შესახებ ცვლილებების წინადადებას წარმოადგენს, რომელიც კონგრესს მოუწოდებს, სასამართლოს ცხრა მოსამართლისთვის, ვადის ლიმიტები და ეთიკის კოდექსი დააწესოს. ის ასევე ახორციელებს ზეწოლას კანონმდებლებზე, რომ მოახდინოს საკონსტიტუციო ცვლილების რატიფიცირება, რომელიც შეზღუდავს პრეზიდენტის იმუნიტეტს.

ორშაბათს თეთრმა სახლმა დეტალურად დააზუსტა ბაიდენის სასამართლო წინადადების კონტურები, რომელსაც, როგორც ჩანს, მჭიდროდ გაყოფილი კონგრესის მიერ დამტკიცების მცირე შანსი აქვს. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დღემდე კი მხოლოდ 99 დღეა დარჩენილი.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ცვლილებები ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთათვის ვადის 18 წლით განსაზღვრას და მოსამართლეთათავის სავალდებულო ქცევის წესების შემოღებას, რაც ითვალისწინებს ძვირადღირებული საჩუქრების დეკლარირებას, საჯარო და პოლიტიკური აქტივობებისგან თავის შეკავებას, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეებს ან მათ მეუღლეებს ფინანსური, ან სხვა ინტერესთა კონფლიქტი გააჩნიათ.

სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ფედერალური მართლმსაჯულების სხვა წევრებისგან განსხვავებით, უზენაესი სასამართლოს უვადოდ მყოფ მოსამართლეებს არ აქვთ ქცევის სავალდებულო ეთიკის კოდექსი. ისინი ექვემდებარებიან გარკვეულ კანონებს, მათ შორის, გარე შემოსავლებისა და გარკვეული საჩუქების დეკლარირებას, რაც ბაიდენის ადმინისტრაციისთვის საკმარისი არ არის.

ქცევის კოდექსის შემოღების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე კლარენს ტომასი მდიდარი ქველმოქმედის დახმარებით მოგზაურობდა. ეს მაშინ, როცა სასამართლო დონალდ ტრამპის და 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე მსჯელობდა. სასამართლომ, ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, მიმდინარე წლის ნოემბერში, ისტორიის განმავლობაში პირველი ქცევის კოდექსი დაამტკიცა.

მოსალოდენლია, რომ ბაიდენის რეფორმების სრული ტექსტი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. თუმცა, ანალიტიკური წრეებისა და მედიის ნაწილი ამბობს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ინიცირებული ცვლილებების დამტკიცებას კონგრესში მცირე შანსი ექნება, ისევე როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებს, პრეზიდენტის ფართო იმუნიტეტის აღმოსაფხვრელად.

„ეს ერი დაარსდა მარტივი, მაგრამ ღრმა პრინციპით: არავინ არის კანონზე მაღლა. არც შეერთებული შტატების პრეიზდენტი, არც მოსამართლეები შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში. არავინ“, - თქვა ჯო ბაიდენმა ტეხასში საუბრისას, ციტატის ტექსტს გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG