ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2 დაღუპილი, 100-მდე დაშავებული - რუსეთში ავტომობილი მატარებელს შეეჯახა


ვოლგოგრადის რეგიონი, რუსეთი
ვოლგოგრადის რეგიონი, რუსეთი

რუსეთში, "კამაზის " მარკის სატვირთო ავტომობილი სამგზავრო მატარებელს შეეჯახა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 100-მდე ადამიანი, დაღუპულია 2 მოქალაქე. მედიის ცნობით, სამგზავრო მატარებელში, ინციდენტის დროს, 800 ადამიანი იმყოფებოდა.

რუსული მედიის ცნობით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის შედეგად სამგზავრო მატარებლის რვა ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე, ვოლგოგრადის რეგიონში მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო სამსახურის ჯგუფები, მათ შორის, სასწრაფო დახმარების 324 თანამშრომელი. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც.

სამაშველო-სამძებრო სამუშაოების პარალელურად, რუსული მედია წერს, რომ არ არის გამორიცხული დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს. შემთხვევის ადგილიდან ვრცელდება კადრებიც, სადაც ჩანს როგორ ცვივა ადამიანები რელსებიდან გადასული მატარებლის ვაგონებიდან.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს დეტალები და განსაზღვროს, რამ გამოიწვია შეჯახება მატარებელსა და სატვირთო ავტომობილს შორის.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG