ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები გამკაცრებული უსაფრთხოების ფონზე იწყება


ოლიმპიადა პარიზის გულში ოფიციალურად პარასკევს, ექსტრავაგანტული გახსნის ცერემონიით იწყება.

ოლიმპიადის გახსნამდე, საფრანგეთის მაღალსიჩქარიანი TGV სარკინიგზო ქსელზე თავდასხმა მოხდა, რამაც უსაფრთხოების რისკები გამოკვეთა მაშინ, როცა მთელი ყურადღება საფრანგეთში მიმდინარე სპორტული ღონისძიებისკენაა მიპყრობილი. დივერსანტების კოორდინირებულმა ქმედებებმა დიდი შეფერხება გამოიწვია საფრანგეთის ყველაზე დატვირთულ სარკინიგზო ხაზებზე.

თავდასხმები განხორციელდა პარიზიდან მოშორებით იმ დროს, როდესაც გახსნის ცერემონიისთვის დედაქალაქში უსაფრთხოების მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა, რომელშიც დაახლოებით 45,000 პოლიციელი და ათასობით ჯარისკაცი მონაწილეობდა.

გახსნის აღლუმზე ნავებით მსვლელობა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 7 000 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას და ისინი მდინარე სენის გასწვრივ პარიზის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობებთან ჩაივლიან. 30 0000-ზე მეტი მაყურებელი ნაპირებიდან მიადევნებს თვალს ამ პროცესიას.

ბოლო, 2022 წელს პეკინში ჩატარებული ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემდეგ - უკრაინასა და ღაზაში ომი დაიწყო, რაც უაღრესად დაძაბულ საერთაშორისო ფონს ქმნის. საფრანგეთში უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა, თუმცა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გახსნის ცერემონიას ან თამაშებს რაიმე კონკრეტული საფრთხე არ ემუქრება.

საფრანგეთის ხელისუფლებამ ანტიტერორისტული კანონით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა და 155 ადამიანი თვალთვალზე აიყვანა, რაც მკაცრად ზღუდავს მათ მოძრაობას.

იმავდროულად, ისრაელის მოწინააღმდეგებს ელიტარული ტაქტიკური ქვედანაყოფები ახლავთ თან, რომელთაც ისინი ღონისძიებაზე მიჰყავთ და და 24-საათიან დაცვას უწევენ ოლიმპიადის განმავლობაში, ამბობენ ოფიციალური პირები.

ათობით მსოფლიო ლიდერი პარიზში გახსნის ცერემონიას დაესწრება. სნაიპერები სტრატეგიული შენობების სახურავებზე განლაგდებიან უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ასევე, შემოწმდა მდინარე სენას კალაპოტი ასაფეთქებელი ნივთიერებების განთავსებაზე. პარიზის საჰაერო სივრცე დაიკეტება.

თამაშების განმავლობაში სარადარო სათვალთვალო თვითმფრინავები და დრონები მონიტორინგს გაუწევენ ქალაქს, ხოლო "მირაჟ" 2000-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები მოლოდინის რეჟიმში იქნებიან, რათა დაიცვან საჰაერო სივრცე.

"ყველაფერი მზად არის", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვიდეოში, რომელიც მან X-ზე გამოაქვეყნა.

რუსეთს, უკრაინაში ომის გამო არ ეყოლება სპორტსმენების დიდი დელეგაცია და მონაწილეთა რაოდენობა 15-მდე დავიდა. ისინი დათანხმდნენ ნეიტრალურ ასპარეზობაში მონაწილეობის მოთხოვნებს, თქვა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 20 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში. იგივე პირობებით იასპარეზებს 17 ბელარუსი სპორტსმენი.

უკრაინა 140 სპორტსმენს აგზავნის, ყველაზე მცირე კონტინგენტს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

ოლიმპიურ თამაშებზე 10 500-ზე მეტი სპორტსმენი იასპარეზებს, დახურვის ცერემონია კი 11 აგვისტოს გაიმართება.

XS
SM
MD
LG