ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს შეხვდება


ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, დღეს, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდება. შეხვედრა ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაშია დაგეგმილი.

მანამდე, ხუთშაბათს, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, თეთრ სახლში, ჯერ პრეზიდენტ ბაიდენს, მოგვიანებით კი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსს შეხვდა, რომელიც დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოპოვებისთვის იბრძვის, რათა ოფიციალურად დასახელდეს პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად.

ტრამპთან ფლორიდაში შესახევედრად, ნეთანიაჰუს დაგეგმილი მარშრუტის შეცვლა მოუწია.

ამ დროისთვის, საზოგადოებირვი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ ტრამპისა და ჰარისის პოზიციები ახლოსაა.

”მე მკაფიოდ განვაცხადე ჩემი სერიოზული შეშფოთება იქ [ღაზაში] არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის გამო,” - თქვა ჰარისმა ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ. „არ გავჩუმდები“, - დასძინა ვიცე-პრეზიდენტმა.

ისრაელს „ჰამასთან“ ომის სწრაფად დასრულებისკენ ასევე მოუწოდა დონალდ ტრამპმა, რომელმაც ინტერვიუ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსს“ მისცა. ტრამპმა თქვა, რომ ისრაელმა თავისი „საზოგადოებასთან ურთიერთობა“ უკეთ უნდა მართოს.

„მინდა, რომ მან [ნეთანიაჰუმ], [ომი] დაასრულოს, სწრაფად დაასრულოს“, - თქვა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ისინი, ვინც გააპროტესტა, აშშ-ის კონგრესისადმი ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართვა.

კონგრესში ნეთანიაჰუს გამოსვლას, ბოიკოტი გამოუცხადა ათეულმა დემოკრატმა, რომლებმაც შეშფოთება გამოხატეს, „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის საპასუხო ომის შედეგად, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამო, რომელიც „ჰამასის“ მიერ მართულ ღაზაშია შექმნილი.

ღაზაში ომი, ოქტომბრის დასაწყისში, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმით დაიწყო, რომელმაც 1 200 ადამიანი იმსხვერპლა, 250 ადამიანი კი დაატყვევეს, რომელთაგან 120, ამ დრომდე, ტყვეობაში რჩება. ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასის“ მძევალთაგან ყოველი მესამე მკვდარია. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის საპასუხო სახმელეთო და საჰაერო თავდასხმების კამპანიას, 39 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

XS
SM
MD
LG