ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასის სკოლაში სროლის შემდეგ ბაიდენი ამბობს, რომ "მოქმედების დროა"


ტეხასის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში არასრულწოვანი ცეცხლსასროლი იარაღით შევიდა, სადაც 18 ბავშვი და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ამ ფაქტიდან მალევე, ერს სიტყვით მიმართა ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. მან თქვა, რომ ახლა მოქმედების დროა და ცეცხლსასროლი იარაღის აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"ღმერთის გულისთვის, როდის უნდა აღვუდგეთ წინ იარაღის ლობირებას?",- თქვა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა ერს თეთრი სახლიდან, რუზველტის ოთახიდან მიმართა, სადაც მასთან ერთად პირველი ლედი, ჯილ ბაიდენიც იმყოფებოდა. ამერიკის პირველმა პირმა თქვა, რომ "დროა ტკივილი მოქმედებად ვაქციოთ".

"შვილის დაკარგვა სულის ნაწილის დაგლეჯვას ნიშნავს... გულში სიცარიელეა და გრძნობ, რომ მასში იკარგები, იქიდან ვეღარ ამოხვალ",- თქვა ჯო ბაიდენმა, რომელმაც თავადაც იცის რას ნიშნავს შვილის დაკარგვა. მისი შვილი ბო ბაიდენი ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.

ტეხასის სენატორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინცინდენტის შედეგად, მოკლულია 18 ბავშვი, ერთი მასწავლებელი და თავად მკვლელი.

ამერიკაში სკოლები სამ საფეხურად იყოფა: დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი სკოლა. მკვლელობა დაწყებით სკოლაში მოხდა, სადაც ბავშვები პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით სწავლობენ.

ამერიკაში იარაღის კონტროლის საკითხი წლებია უკვე, რაც ძალიან მწვავე განხილვის საკითხია. ქვეყნის მოსახლეობაში არ არსებობს ერთიანი აზრი იარაღის კონტროლთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG