ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთში დემონსტრანტებმა საგარეო სამინისტროს შესასვლელი გადაკეტეს


სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. მოსახლეობის ნაწილი მოქმედი პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს. დემონსტრანტებმა პოლიციის ბარიკადები გაარღვიეს და რამდენიმე სამთავრობო შენობის შესასვლელი დაბლოკეს. მათ შორისაა საგარეო საქმეთა სამინისტროც.

იშხან საღათელიანმა, ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა და საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატმა, თქვა, რომ აქციის მიზანი თანამშრომლების შენობებში შესვლის შეზღუდვა იყო, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროში, „რომელიც აღარ ემსახურება სომხეთისა და სომეხი ხალხის ინტერესებს“.

ათასობით ოპოზიციის მხარდამჭერი ყოველდღიურად მართავს დემონსტრაციას ერევანში. ისინი აპროტესტებენ ნაბიჯებს, რომელიც ფაშინიანის მთავრობა დგამს, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში, მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონზე. მოსახლეობის ნაწილისთვის ეს ნაბიჯები მიუღებელია.

დემონსტრაციებზე პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. მათ საზოგადოებრივი წესრიგის დაღვევაში ედებათ ბრალი.

ფაშინიანი მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც ის და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი გასულ თვეს, ბრიუსელში შეთანხმდნენ, სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავების დაწყებაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად და ერთობლივი კომისიის შექმნაზე, მათი საერთო საზღვრის დემარკაციისთვის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 22 მაისს ბრიუსელში განაცხადა, რომ ერთობლივი კომისიის პირველი შეხვედრა "მალე" გაიმართება.

აზერბაიჯანს სურს, რომ სამშვიდობო შეთანხმება დაფუძნებული იყოს ხუთ ელემენტზე, მათ შორის ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარებაზე.

სფაშინიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ერევნისთვის ეს ელემენტები პრინციპულად მისაღებია. განცხადებამ გააღვივა ოპოზიციის ბრალდებები, რომ ის მზად არის მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ცნოს.

სომხეთმა, მთიანი ყარაბაღის ნაწილზე კონტროლი 2020 წლის ომის შემდეგ დაკარგა. ომი რუსეთის შუამდგომლობით მოლაპარაკებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. იქ 2000-მდე რუსი სამხედრო იქნა გაგზავნილი, როგორც მშვიდობისმყოფელი.

საერთაშორისო საზოგადოება ტერიტორიაზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტს ცნობს. სამი ათწლეულის განმავლობაში, რეგიონზე კონტროლი ეთნიკურ სომხებს ჰქონდათ.

XS
SM
MD
LG