ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკა „დარჩი მექსიკაში“ დასრულებულია - ბაიდენის ადმინისტრაცია


ამერიკის შეერთებული შტატების შიდაუსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ტრამპის ეპოქის საიმიგრაციო პოლიტიკა „დარჩი მექსიკაში“ დასრულებულია.

ამგვარი პოლიტიკა თავშესაფრის მაძიებლებს აიძულებდა, აშშ-ის სიმიგრაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას მექსიკაში დალოდებოდნენ.

შესაძლო ცვლილებები აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:54 0:00

პოლიტიკას "აქვს ენდემური ხარვეზები და იწვევს გაუმართლებელ ადამიანურ მსხვერპლს" - ნათქვამია შიდაუსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში.

დეპარტამენტი განმარტავს, რომ არსებული საქმეების განხილვის შესახებ, უფრო დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მომდევნო დღეების განმავლობაში მიაწვდის.

2019 წლის იანვარში, შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის მიერ ამოქმედებულმა პოლიტიკამ გავლენა დაახლოებით 70 000 მიგრანტის საქმეზე მოახდინა.

2021 წლის იანვარში, პრეზიდენტობის პირველივე დღეს, პრეზიდენტმა ბაიდენმა წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და პროგრამის მოქმედება შეაჩერა. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ, თავშესაფრის მაძიებელთა ნაწილს საშუალება მისცა, საკუთარი საქმეების გასაგრძელებლად, შეერთებულ შტატებში დაბრუნებულიყო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG