ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ ბელარუსი მზად არის სუ-24-ებით ბირთვული იარაღი გადაიტანოს 


ბელარუსი მზად არის რუსეთს ბირთვული შეიარაღების გადატანაში დაეხმაროს, ამბობს ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. მისი თქმით, ბელარუსმა სპეციალისტებმა რუსული წარმოების სამხედრო თვითმფრინავები - სუ-24 ისე გადააკეთეს, რომ მათი საშუალებით ახლა ბირთვული იარაღის გადატანაა შესაძლებელი.

ლუკაშენკომ, რომელიც კრემლის მოკავშირეა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, 26 აგვისტოს განაცხადა, რომ ის მზადაა იმოქმედოს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ერთად.

"[დასავლეთმა] უნდა გაიგოს, რომ ვერც ვერტმფრენები, ვერც თვითმფრინავები მათ ვერ გადაარჩენს, თუკი ისინი ესკალაციაზე წავლენ. ჩვენ, პუტინთან ერთად, ერთხელ სანკტ-პეტერბურგში ვთქვით, რომ ჩვენც მოვახდენთ ბელარუსული თვითმფრინავების, სუ[-24]-ს ადაპტირებას ისე, რომ მათ შეძლონ ბირთვული იარაღის ტარება. თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ უბრალოდ ვლაყბობდით? ყველაფერი მზად არის!" - უთხრა ლუკაშენკომ ჟურნალისტებს მინსკში.

ბირთვული კატასტროფის საფრთხე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:55 0:00

ბელარუსის პრეზიდენტს თავისი განცხადების დასადასტურებლად მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. თავად ბელარუსს არ აქვს საკუთარი ბირთვული იარაღი და მან სავარაუდოდ, ათი წლის წინ გააუქმა სუ-24 თვითმფრინავების ფლოტი, თუმცა, დასაშვებია, რომ თვითმფრინავი საფუძვლიანად განაახლეს და გამოსაყენებლად გაამზადეს.

პუტინი და ლუკაშენკო ერთმანეთს 25 ივნისს, სანქტ-პეტერბურგში შეხვდნენ. რუსეთის ლიდერმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსკოვი მიაწვდის ბელარუსს "ისკანდერ-M" სარაკეტო სისტემებს და დასძინა, რომ მათი მიწოდება რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდება.

"ისკანდერ-M" არის მოძრაობაში მართვადი სარაკეტო კომპლექსი, რომლის მოქმედების რადიუსიც 500 კმ-ს აღწევს. ბელარუსი არ არის უკრაინაში მიმდინარე ომის უშუალო მონაწილე, თუმცა მან მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია მოსკოვს უკრაინაში შესაჭრელად. მინსკმა ასევე საშუალება მისცა რუსეთის ძალებს, შესულიყვნენ უკრაინაში ბელარუსის საზღვრის გავლით. ბელარუსი, რუსეთის მსგავსად, დასავლეთის მხრიდან მკაცრი სანქციების სამიზნეა. დასავლეთის ქვეყნები 2020 წლის აგვისტოში ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლის ოფიციალური შედეგების მიხედვითაც ლუკაშენკო პოსტზე დარჩა, გაყალბებულად მიიჩნევენ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG