ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში წყალდიდობამ სულ მცირე 8 ბავშვი იმსხვერპლა, ბევრი დაკარგულია


სამშაბათს, გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდმა გამოაცხადა, რომ ავღანეთის აღმოსავლეთში მომხდარმა წყალდიდობამ, რომელმაც სახლები წალეკა, სულ მცირე 8 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, უფრო მეტი კი დაკარგულია.

გაერო აღმოსავლეთ ავღანეთში მაშველთა ჯგუფებს გზავნის, რათა ათასობით ადამიანს, რომელმაც გასული კვირის შემდეგ, მძიმე დატბორვის გამო სახლი, პირუტყვი და მოსავალი დაკარგა, დახმარება გაუწიოს.

ავღანეთში ბავშვთა დახმარების ფონდის (UNICEF) პრეს-მდივანმა სამანტა მორტმა თქვა, რომ ბავშვთა შორის მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. წყალდიდობით გამოწვეულ ქაოსში კი უფრო მეტი ბავშვი დაიკარგა და დაშავდა.

თალიბანის ადმინისტრაციის სტიქიური უბედურებების უწყებამ განაცხადა, რომ სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართა.

ამ წელს ავღანეთში, რომელიც თალიბანის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან მეტწილად მოწყვეტილია, რამდენიმე სტიქიური უბედურება მოხდა, მათ შორის გვალვა და მიწისძვრა, რომელმაც ივნისში 1000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

UNICEF-ის მუშაკებმა თქვეს, რომ სასმელი წყლის დაბინძურების გამო შეშფოთებული არიან წყალში არსებული ისეთი დაავადებების აფეთქების რისკით, როგორიც ქოლერაა.

XS
SM
MD
LG