ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ავღანეთისთვის დახმარების მობილიზებას ცდილობს


დასავლური მთავრობები და ადამიანის უფლებებების დაცვის მიმართულების გაეროს წარმომადგენელი, თალიბანის მიერ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გადადგმულ პირველ ნაბიჯებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. ამ ფონზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უკვე უმასპინძლა დონორების კონფერენციას ავღანელი ხალხისთვის დახმარების უზრუნველსაყოფად, თუ ფინანსების მოსაძიებლად.

გაეროს მიაჩნია, რომ ავღანეთი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ქვეყნებს მოუწოდა, წლის ბოლომდე ავღანეთისთვის 600 მილიონი დოლარის დახმარება გაიღონ.

კონფერენცია ერთგვარი გამოცდაა ზოგიერთი დასავლური ხელისუფლებისთვის და გაეროს სხვა დიდი, ტრადიციული დონორებისთვის, რომლებსაც სურთ ავღანელ ხალხს თალიბებთან ურთიერთობის გარეშე დაეხმარონ. ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ფინანსებზე წვდომა თალიბებს არ ჰქონდეთ.

გაერო აცხადებს, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ავღანელები კიდევ უფრო დაუცველი გახადა. ამ ყველაფერს თან ერთვის ძლიერი გვალვა, რაც ავღანელ ხალხს შიმშილის რისკის ქვეშ ამყოფებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასი აცხადებს, რომ ავღანელი ხალხის დახმარება მსოფლიოს „მორალური ვალდებულებაა“. გერმანიის პირველი დიპლომატი აცხადებს, რომ ბერლინი ავღანეთისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას „მნიშვნელოვნად გააძლიერებს“. მინისტრის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების მთავარი პირობა, ადამიანის უფლებების დაცვაა.

„ჩვენ მოვითხოვთ თალიბანისგან, პატივი სცენ ადამიანის ძირითად უფლებებს, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების უფლებებს.“ - აცხადებს მაასი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG