ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევრაზიაში ავტორიტარიზმი დომინირებს -"ფრიდომ ჰაუსი"


17 წელია უწყვეტად გლობალური თავისუფლებები 2022 წელს კვლავ შემცრიდა. ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“, 9 მარტს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში აცხადებს, რომ იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთა ქულა, გამოხატვის თავისუფლებაში ნულს შეადგენს, 14-დან 33-მდე გაიზარდა. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, მედიის თავისუფლება 2022 წლის განმავლობაში,სულ მცირე 157 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, ზეწოლის ქვეშ იყო.

მოხსენებამ აჩვენა, რომ გასულ წელს, სკანდინავიური ქვეყნები, - შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი100 ქულით, მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი იყო. ყველაზე ცუდი შედეგები ტიბეტმა, სირიამ და სამხრეთ სუდანმა აჩვენა, რომლებიც მხოლოდ 1 ქულით შეფასდა. მათ ორი ქულით მოსდევს თურქმენეთი.

”თავისუფლებისა და დემოკრატიის ყველაზე სერიოზული წარუმატებლობა იყო ომის, გადატრიალების და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმების შედეგი არალიბერალური მოქმედი ლიდერების მიერ”, - ნათქვამია ანგარიშში.

მოხსენებაში მითითებულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის „ავტორიტარული რეჟიმი“, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, „ამ ქვეყნის ძნელად მოპოვებული დემოკრატიული პროგრესის ჩახშობის მიზნით“.

„კრემლის მიერ კონტროლირებული მედიის მხრიდან ამ ომის ცრუ გამართლება, და მისი აშკარა მიზანი, რომ კიევში არჩეული ხელმძღვანელობის ჩამოგდება და უკრაინელებისთვის ფუნდამენტური უფლების, თავისუფალი თვითმმართველობის ჩამორთმევა მოხდეს, საზიანო და შემაშფოთებელია“, - ნათქვამია მოხსენებაში, სადაც რუსეთი, წარმოდგენილია როგორც „არათავისუფალი“.

როგორც ჩანს, რუსეთში თავისუფლებების შემცირებამ გავლენა მოახდინა მის მეზობლებზეც. მოხსენებაში აღნიშულია, რომ საბჭოთა კავშირის დაცემიდან სამი ათწლეულის შემდეგ, „ევრაზიაში ავტორიტარიზმი დომინირებს“.

მოხსენებაში არცერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყანა არ არის დასახელებული როგორც "თავისუფალი", გარდა ბალტიის სამი ქვეყნის - ესტონეთის, ლიეტუვასა და ლატვიისა, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან.

ცხრილის ბოლოში მყოფი თურქმენეთის გარდა, ტაჯიკეთს ჰქონდა 7 ქულა, შემდეგ მოდის ბელარუსი და ავღანეთი 8 ქულით და აზერბაიჯანი 9 ქულით. უზბეკეთსა და ირანს 12 ქულა აქვს მინიჭებული, რუსეთს კი 16 ქულა.

„ევრაზიაში თავისუფალი მედიისთვის შეზღუდული სივრცე კიდევ უფრო შემცირდა ახალი სისხლის სამართლის კანონებისა და საკანონმდებლო შეზღუდვების გამო“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG