8 მარტი: ქალთა საპროტესტო მარში თბილისში
არა ტოტალურ კონტროლს, არა რუსულ კანონს! – 2023 წლის 8 მარტი, საქართველოს ქალებმა ამ ლოზუნგით აღნიშნეს. თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობაში 10 ათასამდე მოქალაქე მონაწილეობდა. ქალები პარლამენტში ე.წ „აგენტების“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ