იმ სამ ავსტრიელ მოზარდს შორის, რომლებიც ტეილორ სვიფტის კონცერტზე დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე დააკავეს, მთავარ ეჭვმიტანილს კავშირი ჰქონდა დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან". მას სახლში ქიმიური შენაერთები უპოვეს.
მთავარი ეჭვმიტანილი 19 წლის ახალგაზრდაა, წარმოშობით ჩრდილოეთ მაკედონიიდან. დანარჩენი ორი 17 და 15 წლის არიან. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ავსტრიის ერთ-ერთ სტადიონზე, ამერიკელი მომღერლის ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმას გეგმავდნენ.
ავსტრიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების გენერალურმა დირექტორმა, ადგილობრივ რადიოსთან (ORF) ინტერვიუში თქვა, რომ მათი ბინების ჩხრეკა აჩვენებს, რომ ახალგაზრდები "კონკრეტული სამზადისში" იყვნენ ჩართულები. ინტერნეტით მოძიებული წყაროებით ირკვევა, რომ მთავარი ეჭვმიტანილი "ისლამური სახელმწიფოს" მიმდევარი იყო.
ვენაში ტეილორ სვიფტის სამი კონცერტი იგეგმებოდა. მათზე დამსწრე მაყურებლების რაოდენობა 195 000-მდე უნდა ყოფილიყო, თუმცა სამივე კონცერტი ამ ეტაპზე გაუქმებულია.
Facebook Forum