ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახური ავრცელებს ქცევის ახალი წესების სახელმძღვანელოს აგენტებისთვის მას მერე, რაც ცოტა ხნის წინ ობამას დაცვის წევრები კოლუმბიაში სექსუალურ სკანდალში გაეხვივნენ.
პარასკევს გავრცელებული საიდუმლო სამსახურის აგენტთა ახალი ქცევის წესების თანახმად, აგენტებს უცხოეთში მოგზაურობისას ეკრძალებათ უცხო და საეჭვო რეპუტაციის მქონე პირების შეყვანა სასტუმროს ნომრებში და სამსახურის დაწყებამდე 10საათით ადრე ალკოჰოლის მიღება.
ახალი სტანდარტების თანახმად, მოგზაურობის დროს აგენტები მხოლოდ შეერთებული შტატების კანონებს უნდა დაემორჩილონ. დამატებითი ეთიკის ტრეინინგები დაენიშნა სააგენტოს 100 წევრს.
სულ რვა საიდუმლო სამსახურის აგენტმა დაკარგა სამსახური კოლუმბიაში მომხდარი სკანდალის გამო. აგენტებმა კართაგენაში პრეზიდენტ ობამას ჩასვლამდე ერთი დღით ადრე სასტუმროს ნომერში მეძავი ქალები შეიყვანეს.