ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს საიდუმლო სამსახურის უფროსი სენატის წინაშე წარსდგა


შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის დირექტორის განცხადებით, ბოლო დროს კოლუმბიაში მომხდარი სკანდალი, რომელიც სააგენტოს თანამშრომლებსა და მეძავეებს უკავშირდებათ, არ წარმოადგენს უმრავლესობა სააგენტოს 7000 თანამშრომლის სახეს.

სააგენტოს დირექტორმა მარკ სალივანმა სენატში შეხვედრის დროს ასევე აღნიშნა რომ კონკერტული შემთხვევა მხოლოდ რამდენიმე საჯარო მოხელის უსაქციელობას ასახავს და არა მთლიანად სააგენტოსას.

პარალელურად გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს ინფორმაციას რომ დანაშაულზე დაკავებული სააგნეტოს თანამშრომლებიდან ოთხი ბრალდებული აპირებს იბრძოლოს საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, რადგან ისინი ამ ყველაფერს მათ საწინააღმდეგოდ განხორციელებულ მიზანმიმართულ მოქმედებად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG