ოთხშაბათს არიზონას შტატში ოთხი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის სატელევიზიო დებატები შედგა. დებატები საარჩევნო მარათონის ერთერთ ყველაზე დაძაბულ პერიოდს ემთხვევა. პენსილვანიის ყოფილი სენატორი რიკ სანტორუმი და მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი მცირე განსხვავებით ლიდერობისთვის იბრძვიან.
ქუინიპიაკის უნივერსიტეტმა ახალი გამოკითხვა ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ სანტორუმი რომნის 9 პროცენტით უსწრებს წინ, არჩევნების დროს იგი დემოკრატ ობამასთან ჭიდილში მაინც დამარცხდება.
ანალიტიკოსთა განცხადებით, ოთხშაბათის დებატები ასევე მნიშვნელოვანი იქნება ნიუტ გინგრიჩის და რონ პოლისთვის. მათი დებატებზე აქტიურობა გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს არიზონასა და მიჩიგანის ამომრჩევლებზე, სადაც მომავალ კვირას პრაიმერები იმართება.
6 მარტს 10 შტატის ამომრჩეველი ახალ გამოკითხვაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დემოკრატი ბარაკ ობამას მომავალ პრეტენდენტს განსაზღვრავს.