ოჰაიოს შტატში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების, მიტ რომნისა და რიკ სანტორუმის დაძაბული ორთაბრძოლა მიმდინარეობს. ამ დროისათვის ხმები თანაბრად გადანაწილდა ორივე კანდიდატზე. ოჰაიო იმ ათი შტატიდან ერთ-ერთია, რომელიც " სუპერ სამშაბათის" ხმის მიცემის პროცესში იღებს მონაწილეობას. მოგებისთვის საჭიროა 1144 დელეგატის 1/3-ზე მეტი ხმის მოპოვება. რომნის მოგებული აქვს ვერმონტი და ვირჯინია, ასევე მასაჩუსეთსი, სადაც ის წლების მანძილზე გუბერნატორი იყო. მასაჩუსეთში გამარჯვების შემდეგ, მან განაცხადა, რომ წარმატება მას "სუპერ სამშაბათსაც" ელის, რაც საბოლოოდ რესპუბლიკური პარტიის ნომინაციით დაგვირგვინდება.