ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომნი დაწინაურდა


ვაშინგტონის შტატში გამართულ რესპუბლიკურ კოკუსში მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი დაწინაურდა. ამ დროისთვის ხმების 60 პროცენტია დათვლილი და მიტ რომნი 37 პროცენტით ლიდერობს. ტეხასელი კონგრესმენი რონ პოლი და ყოფილი სენატორი რიკ სანტორუმი მეორე ადგილისთვის იბრძვიან. თითოეულს ხმების 24 პროცენტი აქვს მოგროვებული. წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი კი მეოთხე ადგილზე გავიდა.

XS
SM
MD
LG