ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი კმაყოფილია იმ მხარდაჭერით, რომელიც მან სამშაბათს ექვსი შტატის მოსახლეობისგან მიიღო.
მიუხედავად უკანასკნელი წარმატებებისა, რომნის მუშათა კლასის წარმოამდგენლებმა და რელიგიურმა კონსერვატორებმა ზურგი მაინც აქციეს და მათი სიმპატია წილად რიკ სანტორუმს ხვდა.
მიტ რომნის განცხადებით, იგი აღფრთოვანებულია თანამემამულეების თანადგომობით და ღრმად სწამს, რომ რესპუბლიკელთა პარტიის ნომინანტი საბოლოოდ თავად გახდება.
მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატორმა გამარჯვება ათიდან ექვს შტატში მოიპოვა. ოჰაიოს შტატში რომნიმ სანტორუმს მხოლოდ ერთი პროცენტით აჯობა.
რაც შეეხება რიკ სანტორუმს, მან სამშაბათს მხოლოდ სამ შტატში შეძლო გამარჯვება. მას კანზასის და მისისიპის შტატებში სამომავლო გამარჯვების იმედი აქვს. ორივე შტატში პრაიმერები შაბათს და მომავალ კვირას გაიმართება.
რაც შეხება წარმოამდგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს ნიუტ გინგრიჩს, მან ჯორჯიის შტატში გაიმარჯვა და ამჟამად ალაბამას შტატზე ამყარებს სამომავლო იმედებს. რონ პოლი კი კანზასის შტატში კოკუსისთვის ემზადება.