გაეროს ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელი სირიის ამბოხებულთა ერთერთ გარეუბანში ბაბა ამრში შევიდა. მისი თქმით, მოსახლეობის უმეტესობა დაზარალებული უბნიდან გახიზნულია და იმ ადგილებშია დაბანაკებული, სადაც მათ სასმელი წყლით, პროდუქტით და პირველადი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფენ.
მისიის ხელმძღვანელმა ბაბა ამრში სულ 45 წუთი დაჰყო. ჰომსში შესვლაზე მას უარი უთხრეს, რადგან ქალაქს ამბოხებულები აკონტროლებენ და უსაფრთხოების გარანტიები იქ პრაქტიკულად არ არსებობს.
გაეროს მისიის ხელმძღვანელის ვიზიტი, როგორც დამკვირვებლის მისია, პირველია სირიაში მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალებმა ერთი თვის წინ ჰომსში ამბოხებულებზე შეტევები გააძლიერეს.
აქტივისტებისა და თვითმხილველთა განცხადებით, ასადის რეჟიმის სამხედრო ძალების აგრესიას ჰომსში ასობით ადამიანი ემსხვერპლა. მაცხოვრებლები დღემდე ელექტორენერგიის, წლისა და საკვები პროდუქტის გარეშე არიან დარჩენილი.
სირიის მთავრობამ ექვსი დღის განმავლობაში ბაბა ამრში ჰუმანიტარული მისიის წევრები უსაფრთხოების მოტივით არ შეუშვა. თუმცა თვითმხილველების განცხადებით, ამის მიზეზი ასადის რეჟიმის მიერ საკუთარი აგრესიისა და ჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვა იყო.