ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიცია სოციალური მედიის იმედად რჩება


Hundreds of crosses, representing gun deaths since the Newtown, Connecticut elementary shootings, are placed on the National Mall in Washington, D.C. Two U.S. senators have reached a compromise that would expand background checks for gun sales in what could result in the most ambitious change to gun laws since 1994, an official said.
Hundreds of crosses, representing gun deaths since the Newtown, Connecticut elementary shootings, are placed on the National Mall in Washington, D.C. Two U.S. senators have reached a compromise that would expand background checks for gun sales in what could result in the most ambitious change to gun laws since 1994, an official said.

გლობალური საინფორმაციო საშუალებები სირიაში მიმდინარე მოვლენებს ძირითადად „იუ-თუბის“, „ფეისბუქის“ და „თვითერის“ მეშვეობით იტყობენ

უკიდურესად გამწვავებული სიტუაცია სირიაში დანარჩენი არაბული ამბოხებებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ ინფორმაცია იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ მსოფლიოსთვის ყველაზე ნაკლებად არის ხელმისაწვდომი. ოპოზიციური ჯგუფები უფრო მეტად სოციალური მედიის იმედად არიან დარჩენილები. გლობალური საინფორმაციო საშუალებები სირიაში მიმდინარე მოვლენებს ძირითადად „იუ-თუბის“, „ფეისბუქის“ და „თვითერის“ მეშვეობით იტყობენ.

აკანკალებული ხელით მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო ქალაქ ჰომსის დაბომბვებს აჩვენებს. ის მხოლოდ ერთია იმ ასეულ მსგავს ვიდეოფირს შორის, რომელიც თვითმხილველებმა გასულ კვირას სოციალური მედიის ვებგვერდზე, „იუ-თუბზე“ ატვირთეს. უცხოელი ჟურნალისტების ქვეყანაში დაუშვებლობის პირობებში სოციალური მედია ოპოზიციურად განწყობილი სირიელებისთვის კომუნიკაციის უმთავრესი საშუალებაა.

ლიბანის საზღვარზე მდებარე ქალაქ ვადი ხალედში სირიელი ლტოლვილი აბდი ჰაკიმ იჯბური დევნილთათვის სახელდახელოდ გაშლილ ბანაკს აფარებს თავს. ის ამბობს, რომ სირიაში არეულობების დაწყებამდე საქმე კარგად მისდიოდა, ნაჭრებს ყიდდა. მაგრამ სოციალური მედიის გავრცელებისთანავე ოპოზიციურ ჯგუფებს შეუერთდა და საპროტესტო აქციების ორგანიზებაში ჩაერთო:

თავიდან „ფეისბუქით“ დავიწყეთ, შემდეგ ახალგაზრდულმა ჯგუფებმა თავი უფრო „იუ-თუბზე“ და „თვითერზე“ მოიყარეს. ქალაქ ტალკალახში, საიდანაც მე ვარ წარმოშობით, ჯერ კედლებზე ანტი-სამთავრობო პროკლამაციების და წარწერების გავრცელება დავიწყეთ. შემდეგ უკვე საპროტესტო აქციების ორგანიზება გადავწყვიტეთ“.

ჰაკიმ იჯბურის თქმით დემონსტრაციები მაშინათვე ძალიან პოპულარული და მასობრივი გახდა. თუმცა დიდხანს არ დასცალდათ. მთავრობამ სასწრაფო რეპრესიები დაიწყო. ათასობით თანამოქალაქესთან ერთად ჰაკიმმა ლიბანში გამოასწრო და სირიულ ოპოზიციას ახლა იქიდან ეხმარება.

„სამშობლოში დარჩენილ თანამოაზრეებთან კავშირს ერთადერთი სოციალური მედიის საშუალებით ვახერხებთ. ეს რომ არ იყოს, არც კი ვიცი, სხვა რა ღონე უნდა გვეხმარა“ - ამბობს ჰაკიმი.

აქტივისტები, რომლებმაც სამშვიდობოს გამოაღწიეს, თანამოქალაქეებს რჩევებითაც ეხმარებიან. „იუ-თუბზე“ სასწავლო ვიდეოებიც კი უდევთ, თუ როგორ გადაიღონ დოკუმენტური კადრები და რაც შეიძლება სწრაფად ატვირთონ ისინი ინტერნეტზე. აქტივისტები ითხოვენ, თუ არის ამის საშუალება, ხელში როგორმე იმ დღის გაზეთიც დაიჭირონ, რომ თარიღი დადგინდეს. „სკაიპზე“ ერთ-ერთ სირიელ აქტივისტს პროფილზე ასეთი წინადადება უდევს: „გამავალი ჭრილობის შემთხვევაში ტყვიის სხეულზე შესვლის ადგილიც გადაიღეთ და მისი გამოსვლის, რათა იარაღის ტიპის დადგენა მოხდეს“. ზოგიერთი ვიდეო იმდენად საზარელია, რომ მისი ტელევიზიით ჩვენება არც შეიძლება. მათზე ნაწამები გვამებია ასახული.

ემანუელ ესპოსტი ბრიტანელი ჟურნალისტია და ინფორმაციის მთავარ წყაროდ სწორედ ამ ვიდეოებს იყენებს:

ძალიან ძნელია ხოლმე იმის დადგენა, თუ საიდან მოვიდა ესა თუ ის ვიდეო, ვინ გადაიღო, ან ვინ არიან გადაღებულები. ქალაქში ერთი ჟურნალისტიც კი აღარ იმყოფება, ვისაც შეუძლია განაცხადოს, რომ ეს ფაქტები საკუთარი ფანჯრიდან დაინახა“.

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა სირიელმა აქტივისტმა რამი ალ საედმა სპეციალური ვებ-გვერდიც კი შექმნა, სახელწოდებით „ბამბუსტერი“, რომელზეც ჰომსის და სირიის სხვა ქალაქების ახალ-ახალი ფოტოები და ვიდეოები იდება. თანამოაზრეების თქმით ის ჰომსის ერთ-ერთი უკანასკნელი დაბომბვისას დაიღუპა.

თებერვლის ბოლოს ასევე ბომბარდირების დროს ტრაგიკულად დაღუპული ამერიკელი ჟურნალისტის, მარი კოლვინის და ფრანგი ფოტოგრაფის, რემი ოჩლიკის შემდეგ სირიის ოპოზიცია მხოლოდ ენთუზიასტი ადგილობრივი მოსახლეობის იმედად არის, რომლიც იძულებულია დროებით ჟურნალისტის ფუნქციაც შეითავსოს.

XS
SM
MD
LG