ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ჰუმანიტარული კრიზისია


სურსათით დატვირთული შვიდი სატვირთო მანქანა ბაბა ამრის გარეუბანში უსაფრთხოების გარანტიების უქონლობის გამო არ შეუშვეს.

წითელი ჯვრის ორგანიზაციის კომიტეტი სირიის მთავრობას სთხოვს საშუალება მისცეს ქალაქ ჰომსის ათასობით მაცხოვრებელს სურსათი და პირველადი დახმარების ნივთები მიაწოდოს.

აქტივისტების თქმით, მას მერე, რაც სამთავრობო ძალები ჰომსს ბომბავენ, ბაბა ამრის უბნის მაცხოვრებლები შუქის, წყლის და საკვების გარეშეა არიან დარჩენილი.

წითელი ჯვრის ორგანიზაციის კომიტეტის სპიკერის შონ მაგუირის განცხადებით, მედიკამენტებით და სურსათით დატვირთული შვიდი სატვირთო მანქანა ბაბა ამრის გარეუბანში უსაფრთხოების გარანტიების უქონლობის გამო არ შეუშვეს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მოუწოდა სირიის მთავრობას უფლება მისცეს ჰუმანიტარულ მისიებს დაზარალებულ ქალაქებში შეაღწიოს. მან ასევე დაგმო ასადის რეჟიმის სადამსჯელო ოპერაციები , რომელსაც ჰომსის მშვიდობიანი მოსახლეობა ყოველდღიურად ეწირება.

XS
SM
MD
LG